вторник, 17 июля 2018 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო--"-ჩვენზე დახარჯული თანხების რბოლა ოჯახის ბიუჯეტიდან"


    დღეს ვისწავლეთ ჩვენი დასრულებული პროექტის მთლიანი ფოლდერის ატვირთვა ჩვენს ბლოგზე.
     ამ 9 დღიანმა ტრენინგმა მასწავლა თუ როგორ უნდა ვიმუშაო პროექტზე.
     პროექტი უნდა იყოს მრავალმხრივი  სხვადასხვა ტექნოლოგიებით გაჯერებული მოსწავლესთვის კარგად გასაგებად და ადვილად შესრულებადი.
     პროექტზე მუშაობამ მოსწავლეს ხელი უნდა შეუწყოს 21-ე საუკუნის მრავალმხრივი უნარების განვითარებას (თვითშეფასების, ურთიერთშეფასების,თანამშრომლობის)
   დიდი მადლობა ამ ცხრადღიანი ტრენინგისთვის
 

воскресенье, 15 июля 2018 г.

მერვე დღე

დღე ჩაუღრმავდით საკვანძო შეკითხვებს --ზოგადი ,შინარსობრივი და თემატური.
გავეცანით მზა პროექტის პროცედურებს მის მიხედვით ჩავწერე  ჩემი პროექტის პროცედურები.გავეცანით ფასილიტაცია და მის ნიმუშებს.ერთერთი მზა ნიმუშის ადაპტირება მოვახდინე და მოვარგე ჩემს პროექტს.
დიდი მადლობა ამ დღისთვის

суббота, 14 июля 2018 г.

მეშვიდე დღე

      დღეს შეფასების მოკლე მონახაზი შევავსე გეგმის შაბლონში,რომელშიც აღვწერე შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომელსაც პროექტის დროს გამოვიყენებთ.
      მოცემული მეექვსე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და უთიერთდამოკიდებულება რამოდენიმე თვალსაზრისით.
     შევქმენი შეფასების ფორმა,ეს ფორმა მიეხმარება მოსწვლეს  დამოუკიდებლად მართოს თანამშრომლობისა და თვითრეგულაციის უნარები.
     მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის გავაკეთე ელ-ფორმატში--"ჩემი ჟურნალი",რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლად მართოსთავისი ცოდნა და უნარები.
     პროექტის სწავლებმა მასწავლა პროექტში უნდა ჩავრთო სამი ტიპის მოსწავლე--სსსმ, ნიჭიერი და არაქართულ ენოვანი და მათი სწავლების მიდგომები ჩავწერო დიფერენცია-ციის ჩანართში--სასწავლო გეგმის შაბლონში
      მადლობა ამ დღისთვის

пятница, 13 июля 2018 г.

მეექვსე დღე



     ეს მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული    შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, რუბლიკის შექმნა და აბაპტირება      ვისწავლეთ, გავეცანით ჩეკლისტს ასე შევაფასეთ ერთმანეთი რუბლიკის მიხედვით.
   
    მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბლიკა

воскресенье, 8 июля 2018 г.

მეხუთე დღე


დღევანდელი დღე შრომატევადი იყო,ვისწავლე ჩვენი პროექტის პრეზენტაციის შენახვა,დავათვალიერე  და შევაფასე მეწყვილის ნაშრომი შესაბამისი   რუბრიკების მიხედვით- 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მიზნები და მიმართულეების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევინახე საავტორო უფლების მარტივი შაბლონი ჩემ საქაღალდეში,ვისწავლე საიტების შენახვა ბლოკ მარტის  საშუალებით,ვისწავლე საძიებელი არეალის შევიწროვება ძებნის გაადვილებისთვის,ასევე ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სლაიდ შოუს შექმნა.
  მადლობა ამ დღისთვის.

суббота, 7 июля 2018 г.

მეოთხე დღე

    ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა, როგორ გამომეყენებინა  შეფასების ფორმები რამოდენიმე თვალსაზრისით.ვისწავლე შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად
    არსებობს 5 სტრატეგია და მოსწავლეები უნდა შემეფასებინა 5-ვე სტრატეგიებით.მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად შევქმენი საკუთარი ინსტრუმენტი,ბოლოს გავეცანი პრეზენტაციის ნიმუშებს,რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის პრეზენტაციისთვის.

пятница, 6 июля 2018 г.

მესამე დღე

          გადავხედე ჩემი საგნის სტანდარტებს, ინდიკატორებს, 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს  და შევარჩიე 
    ისინი  რომელი   მათგანის მიღწევა/განვითარებაც   მსურს ჩემს პროექტში. შევიმუშავე მიმართუ-
    ლების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომელიც მოიცავს ზოგად,თემატურ და  შინაარსობრივ კითხვებს,
    ასევე ვისწავლე,რომ მიზნები არ უნდა იყოს ზოგადი და ბუნდოვანი, უნდა იყოს სპეციფიკური
    და სწავლაზე   ორიენტირებული.  ეს დღე ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი.
         მადლობა თქვენ ასეთი დღისთვის.